რა არის ვაშლის სიდრის ძმარი

რა არის ვაშლის სიდრის ძმარი

ამ სტატიაში წაიკითხავთ:

  • რა არის ძმარი?
  • რა არის ვაშლის სიდრის ძმარი?
  • რა სახის ვაშლის სიდრის ძმრები არსებობს?
  • ძმარი სასარგებლოა თქვენთვის?
  • რა უპირატესობები აქვს ვაშლის სიდრის ძმარს?
  • რაში გამოიყენება ვაშლის სიდრის ძმარი?
  • როგორ გამოვიყენოთ ვაშლის სიდრის ძმარი?
  • ვაშლის სიდრის ძმრის დოზირება
  • ვაშლის სიდრის ძმრის რისკები

რა არის ძმარი?

ძმარი არის მჟავე სითხე, რომელიც შეიცავს ძმარმჟავას და მიიღება სხვადასხვა ინგრედიენტების ფერმენტაციით.

ძმრის აღმოჩენა მრავალი კულტურის სამზარეულოში შეგიძლიათ. მრავალი ჯგუფი მთელს მსოფლიოში ამზადებს ძმარს, ან სანელებლად ან სხვა საკვების შესანახად.

ძმრის დასამზადებლად, შაქრის წყარო, როგორიცაა ვაშლი ან ქერი, ფერმენტირდება და გადაიქცევა ალკოჰოლად.

შემდეგ სითხე კვლავ ფერმენტირდება, რაც ალკოჰოლს მჟავად გარდაქმნის.

შედეგად მიიღება მჟავე და ზოგჯერ ტკბილი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს საკვების არომატიზებას ან მის დაცვას ბაქტერიებისგან.

 

რა არის ვაშლის სიდრის ძმარი?

რა არის ვაშლის სიდრის ძმარი

ვაშლის სიდრი ძმარი (Apple Cider Vinegar - ACV) არის ძმარი, რომელიც მზადდება დაქუცმაცებული ვაშლის, საფუარის და შაქრისგან.

იგი გამოიყენება საოუსებში სალათისთვის, მწნილებში და მარინადებში.

მრავალი წლის განმავლობაში, ადამიანები მას ყველაფრის სამკურნალოდ იყენებდნენ, მიკრობებთან ბრძოლით დაწყებული, გულძმარვის თავიდან აცილებით დასრულებული.

ცოტა ხნის წინ, კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლის სიდრი ძმარს მართლაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის გარკვეული სარგებლის მოტანა, როგორიცაა მაგალითად სისხლში შაქრის დონის შემცირება და წონის კლება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სარგებლობის შესახებ ბევრი მტკიცებულება არ არსებობს, ACV ზოგადად უვნებელია – თუ სწორად იყენებთ მას.

 

რა სახის ვაშლის სიდრის ძმრები არსებობს?

ვაშლის სიდრი ძმარი მზადდება პროცესით, რომელსაც ფერმენტაცია ეწოდება. ნარევში შემავალი საფუარი შლის შაქარს ვაშლის წვენში და რამდენიმე კვირის შემდეგ აქცევს მას ალკოჰოლად.

შემდეგ, ბუნებრივი ბაქტერიები შლიან ალკოჰოლს ძმარმჟავად, რაც ძმარს აძლევს მკვეთრ გემოს და სუნს.

სასურსათო მაღაზიაში ACV-ს უმეტესობა არის გამჭვირვალე, პასტერიზებული და გაფილტრული სახით.

მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უმი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი, რომელიც შეიცავს გაუმჭვირვალე ნალექს.

ეს ნივთიერება, რომელსაც „დედას“ უწოდებენ, ბაქტერიებისა და საფუარისგან შედგება.

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ACV-ის დედა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ითვლება, რომ ის შეიცავს მცირე რაოდენობით პრობიოტიკებს, ჯანსაღ ბაქტერიებს, რომლებიც კარგია ნაწლავებისთვის.

თუმცა კვლევამ არ დაადასტურა, რომ დედა რაიმე განსაკუთრებულ სარგებელს სთავაზობს ჯანმრთელობას.

ასევე ითვლება, რომ ACV-ში არსებული ძმარმჟავა ნაწილობრივ მაინც არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანაზე.

მაგრამ ძმარმჟავას სხვა სახის ძმარიც შეიცავს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ვაშლის სიდრის ძმრის ტაბლეტების, ფხვნილი ან საღეჭი ვიტამინების შეძენა.

აქვთ თუ არა ამ დანამატებს რამე ეფექტი, ამაზე მცირე კვლევებია ჩატარებული და ვინაიდან FDA საკვებ დანამატებს არ არეგულირებს, დარწმუნებული ვერ იქნებით მათ შემადგენლობაში.

 

ძმარი სასარგებლოა თქვენთვის?

ძმარი არაჩვეულებრივი წყაროა:

  • კალიუმის
  • მაგნიუმის
  • კალციუმის
  • ფოსფორის

ზოგიერთი სახეობის ძმარი შესაძლოა ანტიოქსიდანტების კარგი წყაროც იყოს. რაც უფრო მუქი ფერისაა ძმარი, მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. მუქი შეფერლობის ძმარი ზოგადად ნაკლებად დახვეწილია, ვიდრე ბაცი ძმარი, სითხეში ჯანსაღი ნაერთები გავლენას ახდენენ გემოსა და ფერზე.

 

რა უპირატესობები აქვს ვაშლის სიდრის ძმარს?

კვლევების უმეტესობა, რომლებიც ცდილობენ დამტკიცებას, რომ ACV-ის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს, არის მცირერიცხოვანი და მკაფიო შედეგების გარეშე.

ჩვენ გვჭირდება მისი სარგებლის მეტი და უფრო დიდი გამოკვლევები. მაგრამ ჯერჯერობით, აი, რა აღმოაჩინა კვლევამ:

მას შეუძლია წონის დაკლებაში დახმარება. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლის სიდრის ძმრის მიღება ორჯერ დღეში, დაბალკალორიულ დიეტასთან ერთად, დაეხმარა ადამიანებს რამდენიმე დამატებითი ფუნტის დაკლებაში.

მაგრამ კვლევა იყო მცირერიცხოვანი და მოკლევადიანი, 39 ადამიანი 12 კვირის განმავლობაში.

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ძმარში არსებული ძმარმჟავა აჩქარებს მეტაბოლიზმს.

მაგრამ მონაცემები არ ადასტურებს ამას. შესაძლოა, ადამიანებმა მეტი წონა დაკარგეს პლაცებოს ეფექტის გამო, ან შესაძლოა ძმარმჟავამ მათში გულისრევა გამოიწვია, რის გამოც ისინი ნაკლებს ჭამდნენ.

სისხლში შაქრის დონის შემცირება. რამდენიმე პატარა კვლევამ აჩვენა, რომ ორი სუფრის კოვზი ვაშლის სიდრის ძმრის მიღებამ კვების შემდეგ, სისხლში შაქრის დონის შემცირებას შეუძლია შეუწყოს ხელი.

ეფექტი იყო ზომიერი და ჩვენ გვჭირდება მეტი გამოკვლევა, რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორ მუშაობს.

გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის სიდრი ძმარი ვერ ჩაანაცვლებს დიაბეტის წამლებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა თქვენი მკურნალობის გეგმაში მისი დამატება უსაფრთხო იქნება.

მას შეუძლია შეამციროს ქოლესტერინი. იმავე მცირე კვლევამ, რომელმაც აჩვენა, რომ ACV აჩქარებს წონაში კლებას, ასევე აჩვენა, რომ საერთო ქოლესტერინის დონემაც დაიკლო იმ საკვლევ სუბიექტებში, ვინც მას იღებდას.

მან ასევე გაზარდა მათი "კარგი" ქოლესტერინი და შეამცირა ტრიგლიცერიდების დონე (ცხიმები სისხლში).

სხვა კვლევებს ჰქონდა მსგავსი დასკვნები. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი გამოკვლევა ამ ბმულის სრულად გასაგებად.

 

კიდევ რაში გამოიყენება ვაშლის სიდრის ძმარი?

ადამიანები ასევე იყენებენ ვაშლის ძმარს იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის გამოკვლეული ან ეფექტური არ არის. ზოგიერთი გამოყენება მოიცავს:

არტერიული წნევის დაქვეითება. ვირთხებში ჩატარებული ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ACV შეიძლება დაეხმაროს მაღალი არტერიული წნევის დროს.

მაგრამ ადამიანებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ამას. მაღალი წნევა შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობა.

ამიტომ აუცილებელია მკურნალობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

რეფლუქსის შემსუბუქება. მრავალი ადამიანი ამტკიცებს ACV დაეხმარათ გულძმარვის და რეფლუქსის დროს.

თუმცა მისი ეფექტიანობის დამამტკიცებელი კვლევა არ არსებობს. თქვენს ექიმს დაეკითხეთ, თუ შეიძლება ACV-ს მოსინჯვა დისკომფორტის შესამცირებლად და დაიწყეთ მცირე რაოდენობით, წყალში გახსნილი სახით.

ეგზემის შემსუბუქება. ზოგიერთი ადამიანი ეგზემით ACV-ს სიმპტომების შესამსუბუქებლად იყენებს.

თუმცა ზოგიერთი კვლევის თანახმად, მას ძალიან მცირე ეფექტი აქვს და ზოგჯერ აღიზიანებს კიდეც კანს.

ACV-ს გამოყენებამდე დაეკითხეთ დერმატოლოგს.

კლავს მიკრობებს. ზოგიერთი მტკიცებულების თანახმად, ACV (ისევე როგორც ლიმონის წვენი) აფერხებს ისეთი ბაქტერიების ზრდას სალათის ფურცლებზე, როგორიცაა სალმონელა, მაგრამ არ იცავს ჭრილობას ინფიცირების საფრთხისგან.

თმის გაჯანსაღება. ზოგიერთი ადამიანი ვაშლის სიდრის ძმარს თმაზე გადასავლებას იყენებს, ქერტლიანობის შესამცირებლად ან მისგან გასათავისუფლებად.

მტკიცებულება, რომ ACV ამ მხრივ ეფექტურია, არ არსებობს, მაგრამ ის შეიცავს ბაქტერიების და სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს და შესაძლოა ხელს უწყობდეს თმის გაჯანსაღებას.

თუ ხისტი წყალი გაქვთ, ვაშლის სიდრის ძმარი მის ზოგიერთ ეფექტს შეამსუბუქებს.

ხისტ წყალში ბევრი მინერალია, მაგალითად კალციუმი, მაგნიუმის ბიკარბონატი და სულფატები. ითვლება, რომ ვაშლის სიდრის ძმარი ხელს უწყობს დაგროვებული კალციუმის მოცილებას და თმას უფრო ბზინვარებას ანიჭებს შამპუნის გამოყენების შემდეგ.

 

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის სიდრის ძმარი?

უსაფრთხო და გემრიელია ACV-ის გამოყენება თქვენს საკვებში. გამოიყენეთ იგი სოუსებისა და მოთუშული კერძების შესაძავებლად, ასევე ტრადიციული სალათის სოუსებისა და მარინადებისთვის.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დალიოთ ვაშლის სიდრი ძმარი, განზავებული ცხელ ან ცივ წყალში, როგორც გსურთ. ზოგიერთი ადამიანი სვამს მას ჭამის წინ ან მის შემდეგ, ან ძილის წინ.

თუ იღებთ ACV-ს აბს, ტაბლეტს, ფხვნილს, ან საღეჭ ვიტამინს, დაწყებამდე თქვენს ექიმს ჰკითხეთ, რამდენი უნდა მიიღოთ და მიჰყევით შეფუთვის ინსტრუქციას, რადგან დოზირება შესაძლოა ბრენდების მიხედვითაც განსხვავდებოდეს.

თუ თქვენი ექიმი დაგთანხმდებათ, რომ სცადოთ ACV ეგზემისთვის, ჯერ გააკეთეთ ტესტი.

წაისვით ACV კანის მცირე ფართობზე, შემდეგ დაელოდეთ რამდენიმე დღე, რომ ნახოთ რაიმე გაღიზიანება. ამის შემდეგ შეგიძლიათ სცადოთ:

  • აბაზანა. დაამატეთ 2 ჭიქა ACV თბილ წყალში. გააჩერეთ 15-დან 20 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ სხეული გრილი წყლით და დატენიანეთ უსუნო ლოსიონით.

  • სველი სახვევი. გააკეთეთ ხსნარი 1 ჭიქა თბილი წყლით და 1 სუფრის კოვზი ACV. დაასველეთ მარლის ან სუფთა ბამბის ქსოვილის ნაჭრები ხსნარში. წაისვით სველი ტილოები კანზე, შემდეგ დაფარეთ სუფთა, მშრალი ბამბის ქსოვილით. დატოვეთ ისინი 3 საათის განმავლობაში ან მთელი ღამის განმავლობაში.

ACV თმის დასაბანად გამოსაყენებლად წაისვით თმაზე შამპუნით დაბანის შემდეგ. გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

არ გამოიყენოთ იგი კვირაში ერთ ჯერზე მეტად, რადგან ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება თქვენი თმის გამოშრობა გამოიწვიოს.

ACV-ის განზავება ნაკლებად აღიზიანებს სკალპსა და კანს. ზოგიერთი სილამაზის ვებსაიტი გვთავაზობს ACV-ის შერევას წყალთან თანაბარ ნაწილად; სხვები გვირჩევენ 2-დან 4 სუფრის კოვზს დაუმატოთ 2 ჭიქა წყალი. ალბათ ყველაზე უსაფრთხოა დაბალი კონცენტრაციით დაწყება.

 

ვაშლის სიდრის ძმრის დოზირება

ვაშლის სიდრის ძმრის დოზირება

იმის გამო, რომ ვაშლის სიდრის ძმრის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი, არ არსებობს ოფიციალური დოზირების შემოთავაზებები.

მაგრამ ზოგიერთმა კვლევამ მოგვცა მინიშნებები ვაშლის სიდრი ძმრის ოდენობის შესახებ, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ჯანმრთელობის ზოგიერთ მდგომაორებას:

წონის კონტროლი. კვლევაში, რომელმაც დაადგინა წონის დაკლების სარგებელი, ადამიანები სვამდნენ დაახლოებით 2 სუფრის კოვზ ACV-ს დღეში - ერთს ლანჩის წინ და მეორეს სადილის წინ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რაოდენობა უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანების უმეტესობისთვის.

სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლი. კვლევაში მონაწილე ადამიანებმა დაინახეს გაუმჯობესება, როდესაც მათ მიიღეს დაახლოებით 1½ სუფრის კოვზი ვაშლის სიდრის ძმარი ჭამის შემდეგ.

რეფლუქს. ჭამის შემდეგ თბილ წყალში განზავებული ერთი ან ორი ჩაის კოვზი ACV შეიძლება დაეხმაროს თქვენს მჟავას რეფლუქსს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.

 

ვაშლის სიდრის ძმრის რისკები

იმის გამო, რომ ის მდიდარია მჟავით, ვაშლის სიდრი ძმარმა შეიძლება გააღიზიანოს თქვენი საყლაპავი (მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს ყელსა და კუჭს), თუ მას პირდაპირ სვამთ ან ძალიან ბევრს დალევთ. განუზავებელ ACV-ს ასევე შეუძლია დაანგრიოს კბილის მინანქარი.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის განაზავეთ ვაშლის სიდრი ძმარი და დალიეთ საწრუპი მილის მეშვეობით, კბილების დასაცავად. (საჭმელში ACV-ს არ აქვს ეს ეფექტი.)

ვაშლის ძმარმა შეიძლება ზოგიერთ ადამიანში გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა ან გულისრევა.

არ დალიოთ ის უზმოზე და თუ მისი მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ ან გაღებინებთ, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

ACV-ს ასევე შეუძლია ურთიერთქმედება ზოგიერთ წამალთან, როგორიცაა შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები და ინსულინი.

ყოველთვის ჰკითხეთ თქვენს ექიმს, უსაფრთხოა თუ არა ვაშლის სიდრის ძმარის გამოყენება თქვენს ამჟამინდელ მედიკამენტებთან ერთად.

თუ თქვენ გაქვთ კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია), ACV-ს ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა, ვინაიდან ACV-ს დიდმა რაოდენობამ შეიძლება შეამციროს კალიუმის დონე.

მოერიდეთ ACV-ს გადაჭარბებულ გამოყენებას, თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, რადგან თქვენი თირკმელები შესაძლოა ვერ გაუმკლავდნენ მჟავას მაღალ დონეს.

ბლოგზე დაბრუნება
  • თანამედროვე სტრესთან გამკლავება: იპოვეთ ბალანსი და სიმშვიდე

    თანამედროვე სტრესთან გამკლავება: იპოვეთ ბალანსი...

    დღევანდელ სწრაფად მოძრავ სამყაროში, ჩვენი მენტალური და ემოციური კეთილდღეობა ზოგჯერ გვავიწყდება. გასაკვირი არაა, რომ დღესდღეობით სტრესთან და შფოთვასთან გასამკლავებლად ადამიანები დასვენებისა და გამოძინების ბუნებრივ საშუალებებს ეძებენ. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე ცხოვრების...

    თანამედროვე სტრესთან გამკლავება: იპოვეთ ბალანსი...

    დღევანდელ სწრაფად მოძრავ სამყაროში, ჩვენი მენტალური და ემოციური კეთილდღეობა ზოგჯერ გვავიწყდება. გასაკვირი არაა, რომ დღესდღეობით სტრესთან და შფოთვასთან გასამკლავებლად ადამიანები დასვენებისა და გამოძინების ბუნებრივ საშუალებებს ეძებენ. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე ცხოვრების...

  • 4 გზა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

    4 გზა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

    4 სასარგებლო რჩევა თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი იმუნიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩვენი იმუნური სისტემა ძალიან კომპლექსურია, არ არის აუცილებელი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი...

    4 გზა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

    4 სასარგებლო რჩევა თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი იმუნიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩვენი იმუნური სისტემა ძალიან კომპლექსურია, არ არის აუცილებელი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი...

  • იმუნიტეტის მხარდამჭერი საღეჭი ვიტამინები: თქვენი დაცვის არომატული ბუსტერი

    იმუნიტეტის მხარდამჭერი საღეჭი ვიტამინები: თქვენ...

    იმუნიტეტის ვიტამინების როლი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისკენ ჩვენი უწყვეტი სწრაფვისას, დამხმარე იმუნური ვიტამინები მნიშვნელოვანი მოკავშირეები გახდნენ. ეს გემრიელი დანამატები მდიდარია სასიცოცხლო საკვები ნივთიერებებით, რომლებიც შექმნილია ჩვენი სხეულის დაცვის გასაძლიერებლად, რაც გვთავაზობს...

    იმუნიტეტის მხარდამჭერი საღეჭი ვიტამინები: თქვენ...

    იმუნიტეტის ვიტამინების როლი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისკენ ჩვენი უწყვეტი სწრაფვისას, დამხმარე იმუნური ვიტამინები მნიშვნელოვანი მოკავშირეები გახდნენ. ეს გემრიელი დანამატები მდიდარია სასიცოცხლო საკვები ნივთიერებებით, რომლებიც შექმნილია ჩვენი სხეულის დაცვის გასაძლიერებლად, რაც გვთავაზობს...

  • Goli® - მსოფლიოში პირველი ვაშლის ძმრის საღეჭი ვიტამინები

    Goli® - მსოფლიოში პირველი ვაშლის ძმრის საღეჭი ვ...

    წარმოგიდგენთ ვაშლის სიდრის ძმრის საღეჭ ვიტამინებს ვაშლის სიდრის ძმარი (ACV) ნატურალური საშუალებებით მკურნალთა საზოგადოებაში დიდი ხანია ერთ-ერთი წამყვანი ინგრედიენტია. ACV-ს უამრავი სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, საჭმლის მონელებისთვის, წონაში კლებისთვის...

    Goli® - მსოფლიოში პირველი ვაშლის ძმრის საღეჭი ვ...

    წარმოგიდგენთ ვაშლის სიდრის ძმრის საღეჭ ვიტამინებს ვაშლის სიდრის ძმარი (ACV) ნატურალური საშუალებებით მკურნალთა საზოგადოებაში დიდი ხანია ერთ-ერთი წამყვანი ინგრედიენტია. ACV-ს უამრავი სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, საჭმლის მონელებისთვის, წონაში კლებისთვის...

1 * 4
Liquid error (sections/gem-page-default-product line 20): product form must be given a product

ელემენტს - Goli®-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში